კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვინ ვართ
misani.store („მისანი“) ხელოვნური ინტელექტის (Google Gemini) მეშვეობით ადგენს პერსონალურ რუკებს ხელისგულის, დაბადების რუკისა და შენ მიერ არჩეული ბარათების მიხედვით. თუ შენს მონაცემებთან დაკავშირებით კითხვა გაქვს, მოგვწერე Telegram-ში: @misani_help_bot.
misani.store ყველა რეკლამას მხოლოდ ოფიციალური Facebook-ის გვერდისა და TikTok-ის ანგარიშის (@misanigeo) მეშვეობით უშვებს. თუ ჩვენი სახელით რეკლამას სხვა გვერდზე ან ანგარიშზე შეხვდები, იცოდე, რომ ის ჩვენ არ გვეკუთვნის.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- რუკის შესადგენად გაცემულ პასუხებს: სახელს, დაბადების თარიღს, დროსა და ქალაქს, კითხვის თემას და თავად კითხვას, არჩეულ ბარათებს.
- ელფოსტას, რომელზეც რუკა უნდა მოვიდეს.
- ხელისგულის ფოტოს.
- გადახდის ინფორმაცია Flitt-იდან: გადახდის ნომერი, თანხა, გადახდის მეთოდის ტიპი (მაგ. ბარათი ან Apple Pay) და გადამხდელის ელფოსტა; ჩვენ ვერ ვხედავთ ბარათის მონაცემებს.
- თუ Telegram-ში მოგვწერ: შენს სახელს და მომხმარებლის სახელს Telegram-ში და ჩვენს მიმოწერას.
- თუ Telegram-ის ბოტში ყოველდღიურ ჰოროსკოპს ან თმის შეჭრის შეხსენებებს გამოიწერ: შენს Telegram-ის ნომერს (ID) და ზოდიაქოს ნიშანს. დაბადების დღესა და თვეს მხოლოდ ნიშნის დასადგენად ვიყენებთ და არ ვინახავთ.
- იმ ბმულს ან აპლიკაციას, საიდანაც საიტზე მოხვედი (მაგალითად, TikTok), რომ ვიცოდეთ, სად გვპოულობენ.
- მხოლოდ შენი თანხმობით: Meta-ს ქუქი-ფაილების მონაცემებს (იხ. ქვემოთ, „რეკლამის შედეგების გაზომვა“).
რისთვის ვიყენებთ
- შენი პერსონალური რუკის შესადგენად და გამოსაგზავნად.
- გადახდის დასადასტურებლად.
- შეკვეთის შესახებ წერილების გამოსაგზავნად და შენს კითხვებზე საპასუხოდ.
- თუ გადახდის ნაბიჯამდე მიხვედი, მაგრამ გადახდა არ დაასრულე, მაქსიმუმ ორი შეხსენების გამოსაგზავნად (დაახლოებით ერთ საათში და ერთ დღეში). ყოველ შეხსენებაში არის ბმული, რომლითაც შეხსენებებს გამორთავ.
- იმის გასაგებად, რომელი არხებიდან მოდიან ჩვენთან.
- მხოლოდ შენი თანხმობით (ელფოსტის ეტაპზე ველის მონიშვნით): სიახლეებისა და შეთავაზებების გამოსაგზავნად. გამოწერის გაუქმების ბმულს ყველა წერილში იპოვი.
- მხოლოდ შენი თანხმობით: Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამის შედეგების გასაზომად.
შენს მონაცემებს არ ვყიდით.
ვინ ამუშავებს მონაცემებს
სერვისის მუშაობისთვის ვიყენებთ რამდენიმე კომპანიას. ზოგიერთი მათგანი საქართველოსა და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აშშ-ში, მუშაობს.
- Netlify: საიტის ჰოსტინგი და შეკვეთების შენახვა.
- Google (Gemini API): ფოტოს, დაბადების რუკისა და ბარათების მიხედვით რუკის მომზადება. ფასიანი სერვისის პირობებით, Google ამ მონაცემებს თავისი პროდუქტების გასაუმჯობესებლად არ იყენებს და მხოლოდ შეზღუდული დროით ინახავს ბოროტად გამოყენების აღმოსაჩენად.
- Flitt: ბარათით, Apple Pay-ით და Google Pay-ით გადახდები.
- Resend: წერილების გაგზავნა.
- Telegram: მხარდაჭერის ჩატი და ჩვენი შიდა შეტყობინებები ახალი შეკვეთების შესახებ.
- Google Fonts: საიტის შრიფტები (შრიფტის ჩატვირთვისას Google შენს IP მისამართს ხედავს).
- Meta (Meta Platforms Ireland Ltd.): მხოლოდ შენი თანხმობით, რეკლამის შედეგების გასაზომად (დაწვრილებით ქვემოთ).
- Open-Meteo: დაბადების ქალაქის ძებნისას აკრეფილ სახელს ვუგზავნით ქალაქების მოსაძებნად და კოორდინატების დასადგენად. სხვა მონაცემს არ ვუგზავნით.
რამდენ ხანს ვინახავთ
- ხელისგულის ფოტო იშლება რუკის გამოგზავნისთანავე.
- გადაუხდელი შეკვეთა (პასუხები და ფოტო) იშლება 30 დღეში.
- სიახლეების გამოწერა — თუ სიახლეების მიღებაზე დაგვთანხმდი, ვინახავთ მხოლოდ შენს ელფოსტის მისამართს გამოწერის გაუქმებამდე (გადაუხდელი შეკვეთა 30 დღეში მაინც იშლება).
- თუ შეხსენებებს გამორთავ, ვინახავთ მხოლოდ შენი ელფოსტის დაშიფრულ ანაბეჭდს, რომ შეხსენება აღარ გამოგიგზავნოთ.
- შესრულებული შეკვეთა ინახება 12 თვე, შემდეგ ავტომატურად იშლება.
- Telegram-ის გამოწერა ინახება, სანამ არ გააუქმებ (ბრძანება /stop) ან ბოტს არ დაბლოკავ.
- რუკის ტექსტის ნაწილი, შენი სახელის გარეშე, შეიძლება გამოვიყენოთ მომავალი რუკების სტილის ნიმუშად.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ან გამოიხმო თანხმობა. მოგვწერე Telegram-ში, @misani_help_bot, და გიპასუხებთ 30 დღის განმავლობაში. თუ ფიქრობ, რომ შენს მონაცემებს არასწორად ვამუშავებთ, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ან, თუ ევროკავშირში ცხოვრობ, შენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის ორგანოს.
რეკლამის შედეგების გაზომვა (Meta)
თუ საიტზე „თანხმობას“ დააჭერ, ჩაირთვება Meta Pixel. ის Meta-ს უგზავნის: რომელი გვერდი გახსენი, როდის დაიწყე შენი რუკის შედგენა, როდის გახსენი გადახდის ნაბიჯი და როდის დასრულდა გადახდა (თანხა და შეკვეთის ნომერი), ასევე შენს ელფოსტას დაშიფრული სახით (hash), ბრაუზერისა და მოწყობილობის ტექნიკურ მონაცემებს და IP მისამართს. Meta ამით ზომავს, რომელმა რეკლამამ მოიყვანა ხალხი, და რეკლამას უკეთ არგებს. გადახდის ნაბიჯისა და გადახდის შესახებ იმავე ინფორმაციას ჩვენი სერვერიდანაც ვუგზავნით Meta-ს (Conversions API), რომ დათვლა ზუსტი იყოს. ესეც მხოლოდ შენი თანხმობით ხდება. შენს კითხვას, პასუხებს, დაბადების მონაცემებს და ხელისგულის ფოტოს Meta-ს არ ვუგზავნით.
თუ „პარამეტრებში“ რეკლამის ქუქი-ფაილებს გამორთავ და „შენახვას“ დააჭერ, Pixel არ ჩაირთვება და საიტი ჩვეულებრივად მუშაობს. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია საიტის ბოლოში, ღილაკით „ქუქი-ფაილები“. Meta ამ მონაცემებს საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკით ამუშავებს.
ვიზიტების ანონიმური სტატისტიკა
საიტის გასაუმჯობესებლად ჩვენ ვითვლით ანონიმურ მონაცემებს: რუკის შედგენის რომელ საფეხურამდე მივიდა ვიზიტი, საიდან შემოვიდა სტუმარი (რეკლამის ან ბმულის წყარო), მოწყობილობა ტელეფონი იყო თუ კომპიუტერი და გაიხსნა თუ არა გვერდი რომელიმე აპლიკაციის შიგნით, როგორიცაა Facebook-ი, Instagram-ი ან TikTok-ი. ამ ჩანაწერებთან ერთად ჩვენ არ ვინახავთ სახელს, ელფოსტას, IP მისამართს ან რაიმე ქუქი-ფაილს, ამიტომ მათი დაკავშირება კონკრეტულ ადამიანთან შეუძლებელია. სტატისტიკური მონაცემები 180 დღის განმავლობაში ინახება.
ქუქი-ფაილები და შენახვა ბრაუზერში
სარეკლამო ქუქი-ფაილებს (Meta) მხოლოდ შენი თანხმობით ვიყენებთ. შენს ბრაუზერში ვინახავთ რუკის შედგენის პროგრესს, რომ გვერდის განახლებისას პასუხები არ დაიკარგოს, იმ ბმულს, საიდანაც მოხვედი, და შენს არჩევანს ქუქი-ფაილების შესახებ. ეს მონაცემები მხოლოდ შენს მოწყობილობაზე რჩება.
ცვლილებები
ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში ახალ ვერსიას ამავე გვერდზე გამოვაქვეყნებთ და ზემოთ თარიღს განვაახლებთ.